აუდიტორული კომპანია

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
ქონების შეფასება

შეფასების პროცესი წარმოადგენს სისტემურ მიდგომას, რომელიც გამოიყენება ფიქსირებული აქტივების ღირებულების განსაზღვრის მიზნით.

შეფასების სტანდარტების სისტემა შედგება შემდეგი სამი ნაწილისაგან:

სტანდარტები:

  • სტანდარტი 1 – შეფასება საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით;
  • სტანდარტი 2 – შეფასება არასაბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით;
  • სტანდარტი 3 – შეფასების ანგარიში;

გამოყენება:

  • გამოყენება 1 – შეფასება ფინანსურ ანგარიშგებაში გამოყენების მიზნით;
  • გამოყენება 2 – შეფასება უზრუნველყოფილ სესხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში გამოყენების მიზნით;
  • გამოყენება 3 – საზოგადოებრივი სექტორის აქტივების შეფასება ფინანსურ ანგარიშგებაში გამოყენების მიზნით;

მიზნობრივი შენიშვნები:

  • რეალური ქონების შეფასება;
  • საიჯარო ურთიერთობების შეფასება;
  • მანქანა-დანადგარების შეფასება;
  • პერსონალური ქონების შეფასება;
  • არამატერიალური აქტივების შეფასება;
  • ბიზნესის შეფასება;
  • სავაჭრო ქონების შეფასება;
  • დანახარჯების მეთოდი ფინანსურ ანგარიშგებაში;
  • დისკონტირებული ფულადი ნაკადების ანალიზი საბაზრო ღირებულების შეფასებისა და საინვესტიციო ანალიზისათვის;
  • მავნე და ტოქსიკური ნივთიერებების ზეგავლენა შესაფასებელ ქონებაზე;
  • სასოფლო-სამეურნეო ქონების შეფასება;
  • მომპოვებელი დარგების ქონების შეფასება;
  • ისტორიული ქონების შეფასება;
  • შეფასებების განხილვა;
  • ქონების დაბეგვრის მიზნით მასობრივი შეფასება.

შეფასების პროცესი მოიცავს კონკრეტულ ეტაპებს. კერძოდ, ეტაპების რაოდენობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა შეფასების გამოყენების მიზნობრიობა, ქონების ხასიათი, შეფასებისათვის აუცილებელი სამუშაოების მასშტაბი, ასევე მონაცემთა ხელმისაწვდომობა.

შეფასების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • პრობლემის იდენტიფიკაცია: კლიენტი; შეფასების დასკვნის მომხმარებლები; შეფასების დასკვნის გამოყენების მიზნობრიობა; ღირებულების სახე და მისი განსაზღვრა; შეფასების თარიღი; ქონების იმ მახასიათებლების იდენტიფიკაცია, რომელიც მნიშვნელოვანია შესაფასებელი ღირებულებისა და შეფასების დასკვნის გამოყენების თვალსაზრისით; შეფასების პირობები.
  • განსახორციელებელი სამუშაოების მასშტაბის განსაზღვრა: შესაფასებელი ქონების იდენტიფიკაციის დონე; შესაფასებელი ქონების ინსპექტირების დონე; მოსაპოვებელი მონაცემების ტიპი და მოცულობა; განსახორციელებელი ანალიზის ტიპი და მოცულობა;
  • მონაცემთა მოპოვება და ქონების აღწერა;
  • მონაცემთა ანალიზი: ბაზრის ანალიზი; საუკეთესო და უმაღლესი გამოყენების ანალიზი;
  • მიწის ღირებულების ანალიზი: გაყიდვების შედარების მეთოდი; ექსტრაქციის მეთოდი; განაწილების მეთოდი; ქვედანაყოფების განვითარების მეთოდი; მიწის ნარჩენი ღირებულების მეთოდი; მიწის რენტის კაპიტალიზაციის მეთოდი;
  • შეფასების მეთოდების გამოყენება: გაყიდვების შედარების მეთოდი; დანახარჯების მეთოდი; შემოსავლების კაპიტალიზაციის მეთოდი;
  • შეფასების პარამეტრების შეჯერება და ღირებულების განსაზღვრა: ანალიზის ბოლო ეტაპზე ხდება შეფასების პარამეტრების შეჯერება და ღირებულების განსაზღვრა როგორც კონკრეტული ოდენობის, ან როგორც კონკრეტული დიაპაზონის, ან როგორც კონკრეტულ ინდექსთან დამოკიდებულების;
  • შეფასების ანგარიშის მომზადება.

შეფასების პროცესის საბოლოო შედეგს წარმოადგენს ღირებულების შეფასება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ ანგარიშგებაში, უზრუნველყოფილ სესხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებსა და საგადასახადო დავებში.

 

ფლეშ სიახლეები

ჩვენი მიზანი თქვენი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობაა!








გამოკითხვა

მოგწონთ ახალი საიტი?
 

საიტზეა

 3 სტუმარი